აკა სინჯიკაშვილი ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციისთვის მოხალისეებს აგროვებს

0
269

აკა სინჯიკაშილი ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, მოხალისეებს შეკრებისკენ მოუწოდებს.

“ყურადღება!!! ბორჯომში ხანძარი ძალიან დიდია და სავარაუდოდ საჭირო გახდება მოხალისეები! ორსაათნახევარში, ანუ ღამის სამი საათიდან შევიკრიბებით ვარდების მოედანზე ველოსიპედთან. ვიქნებით იქ და საჭიროების შემთხვევაში ერთ საათში გავჩნდებით ბორჯომში. ნუ მოხვალთ არასრულწლოვნები, დანარჩენები კი ვინც როცა შეძლებთ მაშინ მოდით. დაკავშირება ვისაც გინდათ ეს ჩემი ნომერია – 558 18 12 18. გამივრცელეთ ყველამ ეს ამბავი, შეიძლება ბევრი გავხდეთ საჭირო! გელოდებით ვისაც შეგიძლიათ წამოსვლა, მე სამი საათიდან იქ ვიქნები. ერთად შევძლებთ ყველა”,- წერს აკა.

კომენტარები გამორთულია