ანტალიაში მომხდარი ავარიის დროს 20 ტურისტი დაშავდა

0
351

ნტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 20 ტურისტი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ თურქული სააგენტო Dogan იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ანტალია-ქემერის ტრასაზე გვირაბიდან გამოსვლისას გადატრიალდა.

მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ თურქეთში საქართველოს საკონსულოს შეტყობინება არ მიუღია, მათი ცნობით, კონსული მუდმივ კავშირშია თურქეთის შესაბამის უწყებებთან.

კომენტარები გამორთულია