გიორგი მღებრიშვილი სოფელ დაბაში ჩავიდა

0
652

საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრი გიორგი მღებრიშვილი სოფელ დაბაში ჩავიდა. მღებრიშვილი ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებს უშუალოდ ხელმძღვანელობს და ვითარებას ადგილზე ეცნობა:

„ამ ეტაპისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. მიმდინარეობს უკვე ხანძრის ლიკვიდაცია. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონიდან დავახმარეთ ადგილობრივებს, სამაშველო სამსახურებსა და სახანძროს ჩვენი თანამშრომლები. ბიჭებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს, მიუხედავად საკმაოდ რთული მდებარეობისა და რელიეფისა. ასევე, ხანძრის გავრცელებას ძალიან უწყობდა ხელს ქარი და თუკი ბუნებრივი პირობები ხელს შეგვიწყობს, უახლოეს საათებში ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იქნება”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას 200-მდე მეხანძრე ცდილობს. დამხმარე ჯგუფები თბილისიდან არიან ჩასული. დამატებითი ძალების მობილიზება გვიან ღამით მოხდა.

ტექნიკის შეყვანა ხანძრის კერასთან მოხერხდა, ღამით გზა გაიჭრა, ამ დროისათვის შეყვანილია სახანძრო მანქანებიც. გამთენიისას მუშაობა განაახლა ვერტმფრენმა.

ღამით ძლიერი ქარის გამო მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზების საშალება არ მიეცათ. ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტში ხანძრის გაჩენის საშიშროება არ არსებობს.

ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფელ დაბის სიახლოვეს არსებულ ტყეს ხნძარი დღეს გაუჩნდა. ცეცხლი 1 ჰექტარზე მეტ ტყის მასივზეა მოდებული. ხანძარი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარ ტყის ფართობს გაუჩნდა.

NO COMMENTS