ზურაბ ალავიძის განცხადებით, ამ დროისთვის სოფელ დაბიდან მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს

0
261

არის ძლიერი ქარი და იმის საშიშროება, რომ ახალი კერები კიდევ გაჩნდეს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს ბორჯომის ხეობაში განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა შესაბამისი უწყება მოიბილიზებულია, რათა მოხდეს ხანძრის ჩაქრობა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, თუ ამის საჭიროება იქნება, ალავიძის თქმით, ევაკუაცია აუცილებლად მოხდება.

რაც შეეხება ახალ კერებს, მინისტრის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მუშაობს ცოცხალი ძალა, თუმცა რელიეფიდან გამომდინარე ჭირს ტექნიკის მიყვანა.

კომენტარები გამორთულია