იქნება თუ არა მომავალი საკრებულოს შემადგენლობაში რუსთავის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე

0
1206

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, მოახლოებული ადგილობრვი თვითმართველობის არჩევნებზე, მმართველი პარტიის მიერ შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. დავით მაღლაკელიძემ არ იცის იქნება თუ არა „ქართული ოცნების” კანდიდატი ახალი მოწვევის საკრებულოს შემოადგენლობაში მოსახვედრად.

„არ მაქვს ინფორმაცია, ვერ გეტყვით, მე სადაც დამავალებენ, რასაც დამავალებენ იმას გავაკეთებ. არ მაქვს ინფორმაცია არანაირი, შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ ვღებულობ. ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება არანაირი, არის კონსულტაციები, მაგრამ არ ვიცი ჯერ რა ხდება.” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დავით მაღლაკელიძემ.

 

NO COMMENTS