კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გამოკითხვას ატარებს

0
70

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მისი ახალი საზოგადოებრივი პროექტის “ემეგობრე მემკვიდრეობას” ეგიდით, სოციალურ ქსელში შერჩევითი გზით იწყებს ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებიდან 6 პრიორიტეტული ძეგლის გამოვლენის პროცესს. 15 ალტერნატიული ვარიანტიდან საზოგადოების წარმომადგენლების მიერ ხმის ერთჯერადად მიცემის შედეგად შეირჩევა ის 4 საკულტო -საფორტიფიკაციო და 2 არქეოლოგიური ძეგლი( ერთი ხმა საკულტო-საფორტიპიკაციო ძეგლს,ერთი ხმა არქეოლოგიურ ძეგლს), რომელთაც გადაუდებელი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო და კვლევითი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროებათ. გამოკითხვით შერჩეული ისტორიული ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის პროგრამულ ნუსხაში მოხვდება. მათზე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები კი კლუბის – „ემეგობრე მემკვიდრეობას“ საწევრო გადასახადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო და კერძო საქველმოქმედო ფონდებიდან მოზიდულ სახსრებთან ერთად, თანადაფინანსების წესით განხორციელდება. ხმის მიცემა შესაძლებელია პირველ სექტემბრამდე.

შემდეგ ბმულზე

კომენტარები გამორთულია