“ქორთიარდ მერიოტში” ვლადიმერ ბოისას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

0
210

21 აგვისტოს, “ქორთიარდ მერიოტში” გაიმართა წიგნის პრეზენტაცია ვლადიმერ ბოისას შესახებ. წიგნის პრეზენტაციას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, საქართველოს ეროვნული და 16-წლამდელთა ნაკრების წევრები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები. დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა კალათბურთელმა, ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა და ამჟამად, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა. სპორტული ჟურნალისტის, ზურაბ თალაკვაძის წიგნის – “ბოისა – ჩემი გზა“.

ვლადიმერ ბოისას არაერთი მეგობარი ჰყავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლებიც პრეზენტაციას დაესწრნენ, მისი დასრულების შემდეგ კი გაიმართა ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გაცილება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 22 აგვისტოს, გამთენიისას, საბერძნეთში გაემგზავრება და  ევროპის ჩემპიონატის წინ  საერთაშორისო ტურნირში – „აკროპოლისის თასზე” მიიღებს მონაწილეობას. საბერძნეთიდან კი საქართველოს ნაკრები ისრაელში გაემგზავრება, სადაც 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.

ვლადიმერ ბოისას პრეზენტაციას დაესწრნენ  საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრები, რომლებიც თბილისში გუშინ გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავეს და კონტინენტის მომავალი წლის პირველობის ელიტარულ A დივიზიონში საგზური მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ამ მოთამაშეების ძირითადი ნაწილი მომზადებას გადიოდა “სასკი ბასკონიას“ მოსამზადებელ ცენტრში. სამი წლის წინ, 2001 წელს დაბადებულთა ნაკრებით ჩაერთო საქართველო პირველად ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში, სადაც სეზონის განმავლობაში 20-ამდე მატჩი გამართა. ევროპულ სარბიელზე ეს ბიჭები პირველად ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ და ირაკლი მაისურაძემ გაიყვანეს, რომელთა დიდი მონდომების ხარჯზე ახალგაზრდა ქართველებმა ბევრი საჭირო რამ შეითვისეს. იმ პერიოდში ამოქმედდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანეთის „სასკი ბასკონიას” ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დღეს გამარჯვებული ნაკრების წევრთა დიდი უმრავლესობა იმყოფებოდა ვიტორიაში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამართულ კლუბ „ბასკონიაში”, სადაც კლასი აიმაღლეს და დიდი გამოცდილება შეიძინეს. პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ვლადიმერ ბოისას ავტობიოგრაფიული წიგნი.

კომენტარები გამორთულია