Android O-ს სახელი ოფიციალურად მზის დაბნელებისას გახდება ცნობილი

0
947

Google-მა Android-ის უახლესი განახლება ჯერ კიდევ გაზაფხულზე წარადგინა დეველოპერთა ყოველწლიირ Google I/O კონფერენციაზე. ახალ სისტემას რასაკვირველია ბევრი სიახლე და გაუმჯობესება აქვს, საიდანაც აღსანიშნავია შეცვლილი პარამეტრები, სადაც დიზაინი ახლა თეთრ ფერშია შესრულებული. დაემატა აპლიკაციების ადაპტიური ხატულები, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ინტერფეისების მწარმოებლებს ახლა თავიანთი ხატულების ფორმისა და ზომის სტანდარტების მორგება სისტემურად შეუძლიათ.

სიახლიდან კიდევ შეტყობინებების წერტილებია, ამრიგად თუკი სმარტფონზე შეტყობინება მოგივიდათ, ამას შეტყობინებების პანელის გარდა ასევე შეიტყობთ ხატულების საშუალებით, რომელთა ზემოთ აპლიკაციის ფერის წერტილი იქნება განთავსებული. დაემატა სურათი-სურათი რეჟიმი, რომლის დახმარებით YouTube-ის ნებისმიერ ვიდეოს პატარა ჩარჩოში ჩაკეცავთ, რომლის დაპატარავება ან გადააგდილება შეგვეძლება. სიახლეებიდან გაუმჯობესებულია ფონური რეჟიმიც, სადაც აპლიკაციები ახლა ასწრაფებულია და ბატარეის ხანგრძლივობას უფრო ეფექტურად ეპყრობა.

ეს ყველაფერი კარგია, თუმცა კითხვა სულ იმაში მდგომარეობდა, თუ როდის გახდებოდა ამ ყველაფრის გადმოწერა ოფიციალურად შესაძლებელი.

რა თქმა უნდა მთელი ზაფხულის განმავლობაში Google-ი სულ აუმჯობესებდა სისტემას და ბეტა ტესტირებას სთავაზობდა Nexus-ებისა და Pixel-ის მომხმარებლებს, თუმცა ოფიციალურაფ როდის გამოვიდოდა და რა სახელი ექნებოდა სისტემას, ამ მომენტამდე უცნობი იყო.

Google-მა ოფიციალურად წარადგინა, რომ Android-ის უახლესი 8.0 სისტემა და მისი სახელი ცნობილი გახდება 21 აგვისტოს, საღამოს 10:40-ზე, მზის დაბნელებისას.

მოგეხსენებათ, 21 აგვისტოს ამერიკის შეერთებულ მოხდება მზის დაბნელება, რომელიც ბოლოს 99 წლის წინ, 1918 წელს მოხდა.

რა საკვირველია ახალი Android-ის სახელის წარდგენა მზის დაბნელების დროს ჩვეულებრივი დამთხვევა არაა. დიდი ალბათობით ეს იქნება ყველასათვის საყვარელი ორცხობილას სახელი – Oreo, რადგან ის მრგვალია და ძალიანაც ლოგიკურია, რომ Android-ის მზეს მოეფაროს არა მთვარე, არამედ Oreo!

Google-ი მზის დაბნელებას მასპინძლობს პირდაპირი ტრანსლაციით, რომელიც 21 აგვისტოს, თბილისის დროით საღამოს 10:40-ზე მოხდება, მზის დაბნელების შუა ფაზაში კი კომპანია Android O-ს სახელს წარადგენს.

კომპანია უკვე კარგადაა ცნობილი ფანების შეცდომაში შეყვანით. Android 6.0-ის წარდგენამდე, Google I/O-ზე ყველა თანამშრომელს საათი ეკეთა, რომელზეც Milkshake იყო გამოსახული, რამაც ყველა შეცდომაში შეიყვანა, ბოლოს კი 6.0 Marshmallow იყო. წინა წელს ყველას ეგონა, რომ ახალი Android-ი Nutella-ს სახელს მიიღებდა, რასაც ოპერაციული სისტემის ვიცე პრეზიდენტი – Hiroshi Lockheimer-ი უბიძგებდა ფანებს თავის Twitter-ში, თუმცა საბოლოოდ 7.0-ის სახელი ნუგა გახდა.

წელს Google-ის “ტროლინგი” ისევ გრძელდება, და Android-ის ოფიციალური Twitter ანგარიში აქვეყნებს სურათს, სადაც Android O-ს სათიზერო ვიდეოს სხვადასხვა სახელებია, სადაც არის: Oreo, Oatmeal Cookie (შვრიის ორცხობილა), Orangina (წვენის ბრენდი), Orbit (საღეჭი რეზინის კომპანია), ამრიგად ახალი სისტემის სახელი შესაძლოა სულაც სხვა რამ აღმოჩნდეს.

იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ რა სახელი ექნება ახალ Android-ს, პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელია ამბმულზე

NO COMMENTS