გარდაბნელები არჩევნების ბოიკოტირებას აანონსებენ

0
568

გარდაბანში ადგილობრივმა მოსახლეობამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად, მოქმედი გამგებლის – გოჩა ჯამარაულის დასახელების მოთხოვნით მორიგი აქცია გამართა.

გვარცელებული ინფორმაციით, ,,ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რამაზ ბუდაღაშვილის კანდიდატურის დაყენებას აპირებს, რასაც გარდაბნის მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ბუდაღაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგია და ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრებსა და თავმჯდომარეს მოუწოდებენ, გოჩა ჯამარაული დაასახელონ მერობის კანდიდატად.

აქციაში მონაწილეობას გარდაბნის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევებიც იღებდნენ და მოსახლეობის მსგავსად, ისინიც გოჩა ჯამარაულის კანდიდატურას უჭერენ მხარს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ გოჩა ჯამარაული არ დასახელდება ,,ქართული ოცნებიდან” გარდაბნის მერობის კანდიდატად, ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ და არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

გარდაბნის მოსახლეობამ მსგავსი ქაცია გასულ კვირასაც გამართა.

 

კომენტარები გამორთულია