პრემიერმა პრეზიდენტს სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით მიმართა

0
253

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით მიმართა.

ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართელოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს.

პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა.

კომენტარები გამორთულია