სართიჭალაში ძიუდოს დარბაზი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება

0
170

23 აგვისტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში ძიუდოს დარბაზი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. გახსნის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, პარლამენტის წევრები: მიხეილ ყაველაშვილი, სავალან მირზოევი, გოდერძი ჩანქსელიანი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავჯდომარე ვაჟა გენგაშვილი და ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაესწრებიან.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 459 180 ლარს შეადგენს.

კომენტარები გამორთულია