1 სექტემბრიდან დრონებთან დაკავშირებით მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება

0
901

2017 წლის პირველი სექტემბრიდან უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მათ გაითვალისწინეს და მხედველობაში მიიღეს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესის პროექტთან დაკავშირებით ოპერატორების მიერ კონსულტაციების ფარგლებში გამოთქმული წინადადებები, შესაბამისად, წესის პროექტს დაემატა საჰაერო ხომალდის მოდელის ექსპლუატაციის მარეგულირებელი ნორმები.

ახალი რეგულაციის მიხედვით, დაშვებული სიმაღლე – 400 ფუტი გავრცელდება უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე მხოლოდ ღია კატეგორიაში, შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების 400 ფუტზე მაღლა ექსპლუატაცია დაიშვება მხოლოდ სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.

NO COMMENTS