ბორჯომის ხეობაში სინოპტიკოსები დღეს წვიმას ელოდებიან

0
203

ბორჯომის ხეობაში სინოპტიკოსები დღეს წვიმას ელოდებიან.

სავარაუდოდ ტემპერატურა 27 გრადუსამდე დაიწევს. დღეს ასევე შენარჩუნდება ქარიანი ამინდი. დასავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

„დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შესაძლებელია აღინიშნოს ბორჯომის ხეობაში. გასულ დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა კლებულობს ბორჯომის ხეობაში 27-29 გრადუსის ფარგლებში. დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ეს ძირითადად ეხება მტკვრის ხეობას, თუმცა ბორჯომის ხეობაშიც დროგამოშვებით დაუბერავს დასავლეთის ქარი 5 – 10 მეტრი წამი, რომელიც სინოპტიკურად არ ითვლება ძალიან ძლიერ ქარად,“-განაცხადა მაია ქააძემ.

კომენტარები გამორთულია