მოსახლეობა მამაკაცის სასტიკად ცემასა და სექსუალურ ძალადობაში მონაწილე პირების სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვს

0
721

სოფელ გაჩიანის მოსახლეობა 42 წლამდე ასაკის მამაკაცის ჯგუფურად სასტიკად ცემასა და სექსუალურ ძალადობაში მონაწილე პირების დაკავებასა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვს.

როგორც ძალადობის მსხვერპლის ოჯახის წევრები აცხადებენ, პოლიციამ 5 ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა 10-ზე მეტი პირი ჯერ არ დაუკავებიათ. ისინი დამნაშავეების დროულად მოძებნასა და დასჯას ითხოვენ: “მასზე ძალადობდნენ: მოტეხეს კისერი, ხელი, ფეხი, ნეკნები. ახლა ის საავადმყოფოშია უგონოდ, ამბობენ, რომ კომაშია. ჩვენ ველით, რას მოიმოქმედებს სახელწიფო. თუ სახელმწიფო არაფერს მოიმოქმედებს, აქ ომი დაიწყება. ჩვენ დაგვირეკეს, რომ კლავდნენ და გავიქეცით. მისმა ძმამ ამოიცნო ის ხალხი, ვინც მას სცემდა. მასზე 25-28 ადამიანი ძალადობდა.

როგორც ამბობენ, გათხოვილ ქალთან კონტაქტი ჰქონდა. როცა ქმარმა გაიგო, ქალი მასთან გამოიქცა. მერე პოლიცია გამოიძახა და მამასთან წავიდა. თვითონ დაზარალებული კი რუსთავში იპოვეს, გაიტაცეს და აწამეს”, – ჰყვება ოჯახის ახლობელი.

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY