ორი მიკროავტობუსი რომლებსაც მგზავრები გადაჰყავთ ერთმანეთს დაეჯახა

0
567

აჭარა-გურიის გზაზე, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა , შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.

დაშავებულები ორივე მიკროავტობუსის მგზავრები გახლავთ, ისინი ქობულეთის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოტავსებული. ოთხი მგზავრი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები გამორთულია