რუსთაველი მოსწავლე გაცვლითი პროგრამით აშშ-ი მიემგზავრება

0
1628

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი იმ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც, ბიზნესსა და მეწარმეობაზე ორიენტირებულ გაცვლითი პროგრამით ვაშინგტონსა და ბლუმინგტონის ინდიანას უნივერსიტეტში ოთხი კვირით მიემგზავრებიან. შერჩეული 10 მოსწავლიდან ერთე-ერთი რუსთავის ივანე ჯავახიშვილის სახელობის 24-ე ქართული გიმნაზიის მეათე კლასის მოსწავლე მარიამ ენუქიძეა. 

კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებაზე წელს 10 ბავშვს აგზავნის. მარიამ ენუქიძე რუსთავის ამერიკულმა კუთხემ წარადგინა.

მარიამთან ერთად ამერიკაში მიემგზავრებიან მოსწავლეები თელავიდან, მარნეულიდან, ხაშურიდან და დუისიდან.

 

კომენტარები გამორთულია