“ხარებმა” ახალი სათამაშო ფორმა  და ახალწვეულები წარადგინა

0
724

დღეს რუსთავის სარაგბო სტადიონზე “ხარებმა” ახალი სათამაშო ფორმა  და ახალწვეულები წარადგინა.

მომავალ სეზონში რუსთაველთა რიგებში კვლავ ითამაშებს ვაჟა ხუციშვილი, რომელიც გასულ სეზონში “ლოკომოტივ”-ში ასპარეზობდა, ასევე “ჯიქები”-დან დაბრუნდნენ ბიძინა ჯიმშიტაშვილი და ნიკა ბეჟუაშვილი, ხოლო “არმაზი”-დან გუნდს შეუერთდა ირაკლი ჩომახაშვილი.

ასევე ა ლიგიდან დიდ გუნდში ამოვიდნენ ლევან ნარიმანიძე, ზურა ქავთარაძე, პაატა ბურჭულაძე და ლუკა გელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ წელს რუსთავის “ხარები”-ს მხარდამჭერი გახდა კომპანია “მადაგონი”,რომელმაც კლუბს სათამაშო ფორმა შეუძინა. 

რუსთავის “ხარები” მადლობას უხდის კომპანია “მადაგონს’ მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.

კომენტარები გამორთულია