ახალი Galaxy Note 8 – სმარტფონი გაყიდვაში სექტემბრიდან იქნება 

0
182

კორპორაცია Samsung-მა ახალი „სმარტფონი“ Galaxy Note 8 წარადგინა.

როგორც ნიუ იორკში გამართულ პრეზენტაციაზე გაირკვა, ახალი სმარტფონი გაყიდვაში სექტემბრის შუა პერიოდისთვის გამოვა.

სმარტფონს 6.3 დიუმიანი ეკრანი აქვს 1440 x 2960 პიქსელის რეზოლუციით. მოწყობილობა მინისა და ლითონისგანაა დამზადებული. მას წყლის და მტვრისგან დაცვის IP68 სტანდარტი აქვს. Note8 ასევე აღჭურვილია რვა ბირთვიანი Exynos 8895 პროცესორით და 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით.

აღჭურვილია თითის ანაბეჭდისა და თვალის სკანირების სისტემით.

სმარტფონი სამ ფერში იქნება წარმოდგენილი შავი ბრილიანტი, ყვითელი ტოპაზი და ცისფერი საფირი.

კომენტარები გამორთულია