ბოლო მონაცემებით გლდანში ავარიის შედეგად 12 მანქანა დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა

0
379

ცოტა ხნის წინ გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებს აზუსტებს და აცხადებს, რომ სატვირთო მანქანის დაგორების შედეგად დაზიანდა 12 ავტომანქანა, თვითონ ამ სატვირთოს ჩათვლით.

მსუბუქად არის დაშავებული ერთი პირი, რომელიც უარს აცხადებს ჰოსპიტალიზაციაზე.

გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები გამორთულია