გიგლა აგულაშვილი – არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მეხანძრე-მაშველებს ხანძრისგან დახოცილი ცხოველი ან ფრინველი ენახათ

0
162

გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში სპეციალისტები ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ შევლენ და ჩაატარებენ კვლევას, რომლის შემდეგაც ცხოველთა არსებული მდგომარეობა ცნობილი გახდება.

ამის შესახებ აგულაშვილმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.

“შეიძლება ვივარაუდოთ შველის არსებობა, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი მათ გადანგურებაზე ვიფიქროთ. აქ სავარაუდოდ, განადგურდებოდა მობუდარი ფრინველების ბუდები, მაგრამ ფრინველები მოახერხებდნენ გადაადგილებას. რისკის ქვეშ დარჩებოდნენ რეპტილიები და წვირილი ძუძუმოწმოვრები და სავარაუდოდ, მათი ნაწილი გადანაგდურდა, თუმცა ამ კითხვებს მას შემდეგ ვუპასუხებთ, როცა სპეციალისტები ცეხლის ჩაქრობის შემდეგ შევლენ ტეროტორიაზე და ჩაატარებენ კვლევას”, – განაცხადა მინისტრმა.

ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტარამდე ფართობია დამწვარი. ხანძარი ბორჯომის ტყეებში 20 აგვისტოს გაჩნდა და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდიარეობს. პროცესში დაახლოებით 1500 ადამიანია ჩართული.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY