რუსთავის მერია სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს

0
662

რუსთავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში სახალხო დამცველი მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობენ.

„ტელეგრაფი” ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსს ნინო ქვირიას ესაუბრა.

„ჩვენ უარი არ მიგვიწერეია, ჩვენი პოზიცია იყო ესეთი, მანამდე დონორი ორგანიზაცია აფინანსებდა და საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდათ ამისთვის. გადავხედეთ პროგრამას და გვინდოდა, რომ ჩვენი ქალაქისთვის მოგვერგო, ამიტომ ჯერ ჩასატარებელია შესასწავლი სამუშაოები” – აცხადებს ქვირია და დასძენს რომ მათი პოზიცია არის ცალსახა და თვლიან, რომ აღნიშნული პროგრამა უნდა გაგრძელდეს, თუმცა იმ ფარგლებში, რის საშუალებასაც რუსთავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ბიუჯეტი იძლევა.

„ხარჯების გამოყოფა შუა წელში ძალიან ძნელია, როდესაც საკუთარი პროგრამებისთვის არ გვყოფნის თანხა, ისე არის გაწერილი სოციალური ბიუჯეტი. ჩვენ მათ მივწერეთ, რომ მოვამზადებთ პროგრამას და წარვუდგენთ საკრებულოს, რომელმაც უნდა დაამტკიცოს. ხოლო ბოლო წინადადება რაც წერილში ეწერა იყო ესეთი, 2018 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული და ჩემი შეხედულებაც მეწერა, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია.”- ამბობს ქვირია.

რაც შეეხება თანხის ოდენობას, ნინო ქვირიას თქმით თვეში დაახლოებით 12 000 ლარს შეადგენს, რაც ჯამში 6 თვეზე  72 000 ლარს მიაღწევდა. სწორედ ივნისში ამოიწურა დონორი ორგანიზაციის დაფინანსება და დარჩენილი 6 თვის დაფინანსების მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას.

 

 

კომენტარები გამორთულია