ფეისბუქს ახალი ფუნქცია დაემატა

0
1388

ცოტა ხნის წინ, კომპანიამ მობილურ აპლიკაციაში  360°ფოტოების გადაღების ფუნქცია დაამატა. აღნიშნული ფუნქცია ამ დრომდე მომხმარებლების გარკვეულ კატეგორიაზე გადიოდა დატესტვას. დღეიდან კი, მისი გამოყენება ყველას შეუძლია.

​ფეისბუქზე 360°ფოტოების ატვირთვა აქამდეც შეგვეძლო. თუმცა, მხოლოდ ატვირთვა და არა აპლიკაციით გადაღება. ფუნქცია ჩვენს კედელზე, დაპოსტვის ველში დაემატა და ის ბოლო ღილაკადაა განთავსებული.

​ფოტოების გადაღება ძალიან მარტივია. საჭიროა 360 Photo-ზე დაკლიკვა და კამერის, პანორამის სტილში დატრიალება. მნიშვნელოვანია რომ ფუნქცია მხოლოდ ერთი ხაზის მიმართულებით გვაძლევს 360°ფოტოს გადაღების საშუალებას.

ფუნქციის გამოყენება ერთნაირად შეუძლიათ, IOS-ისა და Android-ის მომხმარებლებს. თუ აღნიშულ ფუნქციას ჯერ ვერ პოულობთ თქვენს აპლიკაციებში, სცადეთ მისი განახლება.

 

კომენტარები გამორთულია