ხანძრის ახალ კერებთან აღმოაჩინეს ბოთლი, რომელსაც, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა

0
297

ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში მოხალისის სტატუსით მყოფი დათო ქაცარავას ინფორმაციით, ახალ კერებთან მუშაობისას ბოთლი აღმოაჩინეს, რომელზეც თეთრი ნაჭერი იყო შემოხვეული და სპეციფიკური სუნი ჰქონდა.
როგორც ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი ვარაუდობს, ეს ბენზინის სუნია. „ახალი კერა რომ გაჩნდა, მივედით და სწორედ ამ კერასთან მუშაობისას აღმოვაჩინეთ გატეხილი ბოთლი, რომელსაც ჰქონდა სპეციფიკური სუნი. ამის ამსახველი ფოტოსურათები გვაქვს“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.
ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დილიდან განაახლეს. ინტენსიურ სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულები არიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, სატყეოს თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. საგანგებო რეჟიმზე რჩება სპეციალურად შექმნილი შტაბი. პირველი თათბირი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უკვე გაიმართა.

კომენტარები გამორთულია