საქართველოში ბოლო ერთ კვირაში ხანძრის 366 შეტყობინება დაფიქსირდა

0
112

Global Forest Watch-ის ცნობით, საქართველოში 16-დან 23 აგვისტომდე ხანძრის 366 შეტყობინება დაფიქსირდა. საიტის ონლაინ-სისტემა სატელიტიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა. ამის შესახებ 1tv-ი წერს.

ონლაინ მონაცემების მიხედვით, 279 შეტყობინება სამცხე-ჯავახეთიდან ფიქსირდება, 51 კახეთიდან, 16 შიდა ქართლიდან, 7 ქვემო ქართლიდან, 6 მცხეთა-მთიანეთიდან, 5 იმერეთიდან, 2 კი ოკუპირებული აფხაზეთიდან.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, 2017 წელს საიტზე სულ ხანძრის 692 შეტყობინება დაფიქსირდა, რაც 2016 წელს დაფიქსირებულ 616 შემთხვევაზე მეტია, თუმცა 2015 წელს დაფიქსრებულ 822 ფაქტზე ნაკლებია. შედარებისთვის, საიტზე ბოლო ერთ კვირაში სომხეთიდან ხანძრის 40 შეტყობინება იძებნება, აზერბაიჯანიდან 281, თურქეთიდან 1724, რუსეთიდან კი 59 663.

Global Forest Watch-ი არის ვებპლატფორმა, რომელიც ტყის ხანძრების მონიტორინგს ატარებს. რესურსის მხარდამჭერებს შორის არიან მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი (WRI), Google, USAID და სხვა საერთაშორისო საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაცია.​

კომენტარები გამორთულია