გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

0
234

გენო პეტრიაშვილმა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში ოქროს მედალი მოიპოვა. პეტრიაშილმა მძიმე წონაში ფინალურ შეხვედრაზე თურქი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა.

პარიზში დღეს დაწყებულ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი – ბრინჯაო 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოუტანა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ ჩინგისხან ერდოღანს სძლია – 3–0.

ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელიც ახალ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა, ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/4-ფინალში რუს გაჯიმურად რაშიდოვთან წააგო, შემდეგ კი რეპეშაჟში ამერიკელ ჯეფრი სტიებერს დამაჯერებლად სძლია.

ჩვენი ნაკრებიდან დღეს ასევე იასპარეზეს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ და 86-ში – დავით ხუციშვილმა. ლომთაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, ხუციშვილმა კი სასტარტო შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში წააგო.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY