თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ საქართველო-სამხრეთ კორეის მუნიციპალური ფორუმი გამართა

0
118

საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში, საქართველო-სამხრეთ კორეის  მუნიციპალური ფორუმი გაიმართა. ფორუმში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და რუსთავის მერი დავით ჯიქია, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, სამხრეთ კორეის თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტი სეუნგ ბინ იმი და ქართული და კორეული მხარის სხვა წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრის ძირითადი თემა თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე მსჯელობა და მუნიციპალიტეტების მხრიდან წყლის რესურსების ეფექტური მართვის გამოცდილების გაზიარება იყო.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ძირითადად, წყლის რესურსების ეფექტურ მართვაზე ვიმსჯელეთ და საკუთარი გამოცდლება გავუზიარეთ სამხრეთ კორეის დელეგაციას. ძალიან დაინტერესდნენ ზოგადად ქართული თვითმმართველობების სტრუქტურით და ქვეყანაში ამ კუთხით ჩატარებული რეფორმითაც,”- განაცხადა თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

წყლის სექტორში შემუშავებული პროექტების ეფექტურ მართვაზე, საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციას არაერთი შეხვედრა აქვს გამართული. ერთ-ერთი ასეთი კონფერენცია 2016 წლის სექტემბერში გაიმართა, რომელიც  „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის,“ (NALAG) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტების, (NISPAcee) ასევე,  საერთაშორისო ორგანიზაცია ,,სლოვაკ აიდ“-ის ორგანიზებით შედგა.

კომენტარები გამორთულია