ისლანდიაში გარდაცვლილ ნიკა ბეგაძეს სამშობლოში 26 აგვისტოს ჩამოასვენებენ

0
292

ისლანდიაში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქე ნიკა ბეგაძეს სამშობლოში 26 აგვისტოს, ღამით ჩამოასვენებენ.

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში მამაკაცის ცხედარი 13 აგვისტოს იპოვეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ისლანდიის პოლიცია ნიკა ბეგაძის საძიებო ღონისძიებებს 19 ივლისიდან აწარმოებდა.
ისლანდიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო ღონისძიებები, იმავე დღეს დაიწყეს. სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა ჩანჩქერში და მდინარეში, ასევე მდინარის სანაპიროზე, რისთვისაც გამოყენებული იქნა სამხედრო-საზღვაო ვერტმფრენები. 24 ივლისს დაკარგული ახალგაზრდის ძებნა დროებით შეწყვიტეს, რამდენიმე დღეში კი ისევ განაახლეს. ნიკა ბეგაძე ვიდეო კამერებმა ბოლოს 19 ივლისს, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ჩანჩქერისა და მდინარის ტერიტორიაზე პოლიციამ ნახა ავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, ასევე ნანახი იქნა მისი პირადი ნივთები და შუაზე გადატეხილი ტელეფონი.

რუსთაველი ახალგაზარდა ნიკა ბეგაძე ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში თითქმის ორი წელი ცხოვრობდა.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY