მამაკაცის წამების ბრალდებით დაკავებულებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ

0
856

პროკურატურის შუამდგომლობას წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირინა ტყეშელაშვილმა დააკმაყოფილა. მამაკაცის წამების ბრალდებით დაკავებულ სამ პირს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

სხდომა პროკურორის მოთხოვნით დახურული იყო.

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი 42 წლის მამაკაცი 15-მდე თანასოფლელმა სოფლის მიმდებარედ, ე.წ. ველის ტერიტორიაზე სასტიკად სცემა, შემდეგ კი მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფაქტს 200-მდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს, რომლებიც მობილური ტელეფონებით ფოტოებს და ვიდეოს იღებდნენ.

ამ ეტაპზე დანაშაულში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული, დანარჩენი პირები კი იდენტიფიცირებული არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმე 144-ე პრიმა მუხლითაა აღძრული.

NO COMMENTS