როდის წარუდგენს „ქართული ოცნება” ამომრჩეველს კანდიდატებს

0
535

ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს სტიქიის ზონაში ვითარების დასტაბილურების შემდეგ წარადგენს.

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მდგომარეობის დასტაბილურებამდე, კანდიდატების წარდგენა რამდენიმე დღე გადავდოთ. ბორჯომის ხეობაში არსებული საგანგებო შტაბის გამართული და ეფექტური მუშაობის შედეგად გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს; იმედია, ეს პროცესი ასე გაგრძელდება და სტიქიის დამარცხებას საბოლოოდ მოვახერხებთ. მას შემდეგ, რაც კანდიდატებთან დაკავშირებით კონკრეტულ ღონისძიებებს დავგეგმავთ, საზოგადოებასა და მედიას საქმის კურსში ჩავაყენებთ“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების თარიღი 21 აგვისტოს გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

კომენტარები გამორთულია