რუსთავის სასამართლოში მამაკაცის სასტიკი წამების საქმეში ეჭვმიტანილების პროცესი დაიწყო

0
506

რუსთავის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ოთხი ეჭვმიტანილიდან, სამისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობენ. ერთის უფლებებს კერძო ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე, ორისას კი სახაზინო ადვოკატები – სოსო ჯამასპიშვილი და გაგა მეშველიანი დაიცავენ.


პროკურატურის შუამდგომლობას წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, მოსამართლე ირინა ტყეშელაშვილი განიხილავს. 

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი 42 წლის მამაკაცი 15-მდე თანასოფლელმა სოფლის მიმდებარედ, ე.წ. ველის ტერიტორიაზე სასტიკად სცემა, შემდეგ კი მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფაქტს 200-მდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს, რომლებიც მობილური ტელეფონებით ფოტოებს და ვიდეოს იღებდნენ. 

ამ ეტაპზე დანაშაულში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული, დანარჩენი პირები კი იდენტიფიცირებული არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმე 144-ე პრიმა მუხლითაა აღძრული.

კომენტარები გამორთულია