სასტიკ წამებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დაიხურა

სასტიკ წამებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დაიხურა

0
118

რუსთავის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ოთხი ეჭვმიტანილიდან, სამისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე ამ დრომდე მსჯელობენ.


პროკურატურის შუამდგომლობობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილმა დააკმაყოფილა.

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი 42 წლის მამაკაცი 15-მდე თანასოფლელმა სოფლის მიმდებარედ, ე.წ. ველის ტერიტორიაზე სასტიკად სცემა, შემდეგ კი მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფაქტს 200-მდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს, რომლებიც მობილური ტელეფონებით ფოტოებს და ვიდეოს იღებდნენ. 

ამ ეტაპზე დანაშაულში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული, დანარჩენი პირები კი იდენტიფიცირებული არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმე 144-ე პრიმა მუხლითაა აღძრული.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY