Facebook-ზე საშიში ვირუსი გავრცელდა

0
945

სპეციალისტებმა Facebook Messenger–ში საშიში ვირუსის გავრცელება შენიშნეს, რომელიც მომხმარებელს მავნებლური პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვას აიძულებს.

ამის შესახებ კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის“ ბლოგშია ნათქვამი.

ჰაკერები ტეხავენ მომხმარებლების ანგარიშებს და მის მეგობრებს უგზავნიან ლინკს. მასზე გადასვლის შემთხვევაში ხვდებიან ვიდეოს გვერდზე, ხოლო ამის მერე – რომელიმე ცრუ საიტზე, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ბრაუზერით სარგებლობენ. მომხმარებლებს, რომლებიც Mozilla Firefox–ით სარგებლობენ Windows–ზე, სთავაზობს მავნებლური ფაილის ჩამოტვირთვას თითქოსდა Flash Player–ის განახლების მოტივით.

Google Chrome–ის მომხმარებლები ამ შემთხვევაში YouTube–ს მსგავს საიტს ხედავენ, სადაც შეცდომაა მითითებული. მასზე დაწკაპუნებისთანავე გაფართოების ჩამოტვირთვა იწყება, რომელიც, თავის მხრივ, ფარულად სახიფათო პროგრამულ უზრუნველყოფას ჩამოტვირთავს.

წყარო

NO COMMENTS