Samsung-ის სმარტფონის აფეთქების გამო ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოში მოხვდა

0
758

ფეხმძიმე ბრიტანელი ქალი Samsung-ის სმარფონის აფეთქების გამო საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

გამოცემის ცნობით, 25 წლის კეტლინ უოლში თავის საძინებელში იმყოფებოდა, Galaxy S5-ი კი დასამუხტად ჰქონდა შეერთებული. მოულოდნელად ტელეფონი აფეთქდა, რის გამოც ბალიშსა და ლოგინის გადასაფარებელს ცეცხლი გაუჩნდა.

კეტლინმა ცეცხლის ჩაქრობის მცდელობის დროს ხელის დამწვრობა მიიღო, რის გამოც ის საავადმყოფოში აღმოჩნდა.

Samsung-მა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც სამხრეთ კორეულ კომპანიაში აცხადებენ, აღნიშულ მოდელს ამ ინციდენტამდე პრომლემა არ ჰქონია.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY