მამაკაცმა ყოფილ ცოლს იარაღი მიუშვირა და უთხრა, რომ მოკლავდა

0
1076

„ახლა დამირეკეს წნორიდან. კაცი, რომელიც საკუთარ ცოლს მუშაობას უკრძალავდა და “ნაძვის ხე რატომ დროზე არ დაშლეს” გამო აგინებდა და სცემდა, თვეებია დასდევს ყოფილ ცოლს, ხან მანქანა მიაჯახა მსუბუქად, ხან შვილები წაართვა, გუშინ კი იარაღიც ესროლა შორიდან, როდესაც ეს ქალი მამამისს სამსახურიდან გამოჰყავდა. (მარტო რატომ ვეღარ გადაადგილდება ქალი, გასაგებია – ადევნების კლასიკური მაგალითი). მერე მანქანით დაეწია ამის მანქანას გაუსწორდა, იარაღი მიუშვირა და უთხრა, რომ მოკლავდა.
უკვე მერამდენჯერ წავიდა ქალი პოლიციაში. ამ ქალს აქეთ სთხოვენ მოწმეების მოძებნას, რომელიც დღის 5:30 საათზე განხორციელებულ გასროლას დაადასტურებენ. რატომ? რატომ უნდა ეძებდეს დაზარალებული მოწმეებს და მტკიცებულებებს? რისთვის გვყავს პოლიცია?
ეს კაცი, სხვათაშორის, გაგიკვირდებათ და ყოფილი პოლიციელია. დაიბარეს, გამოკითხეს და გამოუშვეს ბედნიერად.
ამასთან, ამ კაცის წინააღმდეგ თავის დროზე 2 შემაკავებელი ორდერი თვითონ პოლიციას აქვს გამოწერილი ამ ქალზე ძალადობის გამო, მაგრამ საქმე ამაზე წინ არ მიდის. და ეს მხოლოდ ნაწილია იმ უშველებელი პრობლემებისა, რასაც ყოფილი პოლიციელი ქმარი ამ ქალს უქმნის.
ერთი შეხედვით სახეზეა შემდეგი სისხლის სამართლის დანაშაულები: ოჯახში ძალადობა, მუქარა, იარაღის უკანონო ტარება, ადევნება… და რას აკეთებს წნორის და სიღნაღის პოლიცია? არაფერს!
ამას ასე არ დავტოვებთ!
სანამ ამ ქვეყანაში არ დაიწყება უვარგისი და გულგრილი პოლიციელების დასჯა, იქამდე არ გვეშველება არაფერი!” – წერს ბაია პატარაია. 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY