რამდენმა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა ქვემო ქართლში არსებულ საოლქო საარჩევნო კომისიებს

0
528

არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და საინიციატივო ჯგუფებს საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციისადმი მიმართვის ვადაა გუშინ ამოეწურათ.

„ტელეგრაფი” დაინტერესდა რამდენმა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა ქვემო ქართლში არსებულ საოლქო საარჩევნო კომისიებს.

№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნებში მონაწილეობის სურვილით ოთხმა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. აქედან სამი მაჟორიტარის წარმდგენი ჯგუფია, ხოლო ერთი ქალაქის მერობის მსურველის.

№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიას მაჟორიტარის წარმდგენმა ექვსმა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა.

№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის საინიციატივო ჯგუფებს არ მიუმართავთ.

№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ოთხი განაცხადი შევიდე და ოთხივე საინიციატივო ჯგუფი მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენას აპირებს.

№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 განაცხადი შევიდა, აქედან 11 მაჟორიტარობის კანდიდატის წარმდგენი, ხოლო ერთი მუნიციპალიტეტის მერის არის.

№25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიას ექვსმა მაჟორიტარის წარმდგენმა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა.

№26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას ოთხმა მაჟრიტარი დეპუტატობის წარმდგენმა საინიციატივო ჯგუფმა.

საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის ან მერობის კანდიდატის
რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის
მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რისთვისაც მათ ეძლევათ შესაბამისი ვადები.

რუსთავის მერობის სურვილი დამოუკიდებელ კანდიდატს ელგუჯა ქოჩიაშვილს აქვს, თუმცა ბატონმა ელგუჯამ არჩევნებში მონაწილეობისთვის ჯერ №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო  კომისიის მიერ მოთხოვნილი საბუთები და სია უნდა წარადგინოს.

 

 

 

 

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY