“ჩემი ცოლის დაქალების” შემოქმედებითი გუნდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0
898

სერიალი “ჩემი ცოლის დაქალების” შემოქმედებითი გუნდი სოციალური ქსელის მეშვეობით მაყურებლებს მიმართავს.

“ძალიან მოგვენატრეთ!!!

გადაღებებს ვიწყებთ და ძალიან ძალიან მალე იხილავთ მე-12 სეზონს! “როდის დაიწყებაა?” – სექტემბერში, უფრო ზუსტ თარიღის მალე გეტყვით, მანამდე კი მნიშვნელოვანი განცხადება გვაქვს თქვენთვის:

თუ გსურთ ჩვენი სერიალის ეპიზოდურ როლებში და მასშტაბურ სცენებში მონაწილეობა, შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და აუცილებლად გაეცანით შესაბამის პირობებს, ჩცდ ბაზა – https://www.facebook.com/groups/1560653847342672/

თუ გსურთ თქვენმა ავტომობილმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენს სერიალში, მაშინ შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და აუცილებლად გაეცანით შესაბამის პირობებს, ჩცდ ავტო –https://www.facebook.com/groups/1703549183286742/

ხოლო თუ გსურთ თქვენმა სახლმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენს სერიალში, შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და რასაკვირველია არ დაგავიწყდეთ გაეცნოთ შესაბამის პირობებს, ჩცდ ლოკაცია – https://www.facebook.com/groups/268419076987323/

დროებით!”, – წერია “ჩემი ცოლის დაქალების” ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY