ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა

0
529

დღეს დილით, ბორჯომის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა. 

ვერტმფრენი წყალში რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, პილოტები მძიმედ არ დაშავებულან. ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. 

სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენები ცოტა ხნის წინ ჩაერთვნენ. ამ დროისთვის ადგილზე 2 ადგილობრივი, 1 აზერბაიჯანული და 1 ბელარუსული ვერტმფრენები რჩებიან. ბორჯომის ხეობაში, ხანძრის შედეგად მცირე კერების ჩაქრობის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. 

სტიქიის ზონას დღეს სავარაუდოდ აზერბაიჯანული სახანძრო ბრიგადა დატოვებს. მათ ბანაკის დაშლა დაიწყეს.  

დღეს გაიმართება საგანგებო შტაბის სხდომა, სადაც დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი სტიქიის ზონაში ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შესახებ. 

კომენტარები გამორთულია