ბორჯომში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

0
666

ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუართან, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამასთან, მიმდინარეობს სამუშაოები ვერტმფრენის წყლიდან ამოსატანადაც. მომხდარის მიზეზების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ კეთდება. არსებული ინფორმაციით, მოგვიანებით ინფორმაციას შსს გაავრცელებს.

ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუართან, სადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა და არსებულ ვითარებას გაეცნო.

ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ.

​ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ქართული ვერტმფრენი დილით ჩამოვარდა. ის წყლის აღების მომენტში, წყალში ჩავარდა. დაშავებულია სამი ადამიანი. სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ

NO COMMENTS