„თუთარჩელა” გერმანიაში კონცერტებს მართავს

0
926

26 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ბად ჰერსფელდში ჩატარდა გრანდიოზული კონცერტი, 1500 კაციან გავსებულ დარბაზში დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ელჩი გერმანიაში  ლადო ჭანტურია, ბუნდესლანდის პრეზიდენტი მიხაილ როტი და სხვა ოფიციალური პირები. კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. კონცერტის დასასრულს თუთარჩელას გამოსვლით აღფრთოვანებულმა  მიხეილ ჯანელიძემ და  ლადო ჭანტურიამ პირადად მიულოცეს მომღერლებს წარმატებული გამოსვლა და მათთან ერთად სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს. 

ანსამბლი გასტროლზე 24 აგვისტოს გაემგზავრა.

კომენტარები გამორთულია