ზურაბ ნეფარიძის შვილი: მამის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია

0
96

საკრებულოს დაკავებული დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის შვილი, ასევე ზურაბ ნეფარიძე აცხადებს, რომ მას მამის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

მე მამაჩემის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია. გამოძიებას ვუთხარი ის, რასაც ზურაბ ნეფარიძეც ამბობდა, რომ ბიუროს თანამშრომელთა ხელფასის ნაწილი კომუნალურ გადასახადებს ხმარდებოდა. მზად ვართ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის. მამაჩემს ქრთამი არ აუღია“, – ამბობს დაკავებულის შვილი.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატის ზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობის გაირკვა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენება მისმა შვილმაც მისცა. პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ საქმის მასალების თანახმად, ზურაბ ნეფარიძის შვილი მამის დანაშაულში მონაწილეობდა.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის საკრებულოს წევრი, ზურაბ ნეფარიძე 26 აგვისტოს დააკავა. ის 2014 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატია „ეროვნული ფორუმიდან”. წარსულში ნეფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

გუშინ ზურაბ ნეფარიძეს და მის ცოლისდას, ანა მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს დაინიშნა.

კომენტარები გამორთულია