სირიაში 6 პანკისელი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია

0
738

პანკისიდან სირიაში გადასახლებული ტოხოსაშვილების ოჯახის ექვსივე წევრი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაიღუპა სირიაში. ამის შესახებ ინფორმაცია ხეობაში დღეს დილით გავრცელდა.

დაღუპულების ოჯახები ამ წუთებში სამძიმარს იღებენ.

ადგილობრივების თქმით, ლევან ტოხოსაშვილი და მისი ოჯახი დაბომბვას ემსხვერპლა.

ლევან ტოხოსაშვილი სოფელ ომალოს მკვიდრია და მეუღლესა და შვილებთან ერთად, ორი წელია, სირიაში ცხოვრობდა.

ეს პანკისის ხეობიდან სირიაში გარდაცვალების უკვე 26-ე შემთხვევაა.

წყარო 

NO COMMENTS