ბოლნისში სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დაზიანებული სახლების გადახურვა გრძელდება

0
248

სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დაზიანებული სახლების გადახურვა გრძელდება. მუნიციპალიტეტმა დამატებით 15 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბიტაციის სამუშაოების განსახირციელებლად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პროცედურების დასრულებისთანავე სახურავების გადახურვის სამუშაოები დაიწყება.

როგორც „ტელეგრაფს” ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ განცხადებების საფუძველზე ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა და 87 ოჯახის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 საცხოვრებელი სახლი გადაიხურება, პროგრამა გრძელდება და კომისიის მიერ შესწავლილ ოჯახებს ეტაპობრივად მოუგვარდებათ აღნიშნული პრობლემა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით იმ ოჯახებს, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, ინფრასტრუქტურული პრობლემები უგვარდებათ.” – აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები გამორთულია