კოსტავა რამდენიმე მონაკვეთი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტება

0
872

30 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე, ღამის საათებში(19:00-დან 07:00-მდე) კოსტავას ქუჩის რამდენიმე მეტრიანი მონაკვეთი და მიმდებარე ქუჩები ფილმის ,,Dhruva Natchathiram” გადაღების გამო გადაიკეტება.

კომპანია ,,მაქინთერთეიმენთი”, სამხრეთ ინდური მხატვრული ფილმისათვის გეგმავს მანქანების და მოტოციკლეტების რბოლის სცენების გადაღებას, ასევე ფუჭი ვაზნებით სროლების სცენების გადაღებას. გადაღებები რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, კოსტავას გამზირის რამდენიმე მეტრიან მონაკვეთზე, მიმდებარე ქუჩებსა და კონსტიტუციის ქუჩის ნაწილზე განხორციელდება, რისთვისაც მოედნის გარშემო არსებული ქუჩები პერიოდულად გადაიკეტება.

კომპანიამ ოფიციალური წერილებით მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას საპატრულო ეკიპაჟის გამოყოფის თხოვნით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს გადაღებების დროს გარკვეული სცენებისას ფუჭი ვაზნებით სროლების განხორციელების ნებართვისათვის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას პროექტის განხორციელების ხელის შეწყობის თხოვნით.

კომენტარები გამორთულია