H&M-ის ფაბრიკაში 70-ზე მეტმა თანამშრომელმა გონება დაკარგა

0
714

კამბოჯაში H&M-ის საკერავ ფაბრიკაში 70-ზე მეტმა თანამშრომელმა გადაღლილობისგან გონება დაკარგა. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Daily Sabah-ი წერს.

სამკერვალო მრეწველობა კამბოჯის ეკონომიკის მთავარ შემოსავალს წარმოადგენს. ქვეყნის 500 ფაბრიკაში დააახლოებით 500 000 ქალია დასაქმებული.

კამბოჯაში მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. ამის მიზეზი კი ხანგრძლივი სამუშაო დღე, ცუდი კვება და მაღალი ტემპერატურაა.

კომენტარები გამორთულია