მაია ასათიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

0
4021

,,თავიდან მეგონა მარილიანი რომ იყო იმიტომ მოსწონდა, მერე მივხვდი…რა შუაშია ცრემლს რომ მარილის გემო აქვს..,მოდის , თათებს მუხლებზე მიწყობს, სახე სახესთან მოაქვს და ცრემლების ლოკვას იწყებს. ასეთს მხოლოდ ეს პატარა მგელი მხედავს, ნუცას მგელი! სხვას ასეთი-არავის დავენახები-დაცემული! ასე ვუთხარი ჩემს თავს- რომ ყოველი დილა უნდა დაღამდეს და ყველა დღე, რომელიც ჩემს შვილთან შეხვედრამდე დამრჩა უნდა ვიცხოვრო, როგორც ცოცხალმა! ჰოდა ნუ გიკვირთ!

არაფრით მესმის, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს , უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს! ამას ვერავინ ნახავს-ვერასდროს! 

შვილმკვდარ დედებს ძალიან მძიმე, შავი აურა აქვთ. მოდიან და უბედურებას ასხივებენ. მე არ მინდა ვიყო ასეთი!

ნუ გიკვირთ -ცხოვრებას რომ ვაგრძელებ! ნუ გიკვირთ აქ ჩემს ცოცხალ ფოტოებს რომ ნახულობთ, ნუ ჭორაობთ ჩემს ზურგს უკან- რა ჭირს მაიას- რატომ იცინის…

ახლა ნუცა მეტყოდა, კარგი რა დედა, რატომ აკეთებ განმარტებებს.

ამიტომ თუ ასე ძალიან გინდათ- გეტყვით-დიახ- როცა მარტო ვრჩები-მგელივით ყმუილი მინდება ხოლმე ! მაგრამ ამას ვერავინ ხედავს . იმ პატარა არსების გარდა ნუცამ რომ დამიტოვა… თვითონაც მგელია და და იცის…

არადა მეგონა ცრემლი მარილიანი რომაა- იმიტომ არ მშორდება ხოლმე ტირილის დროს…” – მწერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში. 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY