მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, ცოლის და და შვილი დაჭრა

0
1305

სამი ადამიანი დაჭრეს გუშინ გვიან ღამით ოზურგეთში. სერის დასახლებაში მამაკაცმა 38 წლის ყოფილი ცოლი ჯერ სასტიკად სცემა და შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

დაშავებულები ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ცოლი, ცოლის და და შვილი დაჭრა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღამის 1 საათზე შემოიყვანა დაჭრილი ქალბატონები და ბავშვი, სამივეს გაეწია სამედიცინო დახმარება, ქალები გაწერილი იქნა კლინიკიდან ბავშვი კი ამ წუთებში გაეწერება.”- აცხადებენ კლინიკაში.

წყარო

NO COMMENTS