ქვემო ქართლის გუბერნატორი გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს შეხვდა

0
296

ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს და თეატრის დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ, გუბერნატორს სამომავლო გეგმები და თეატრის განვითარების საკუთარი ხედვები გააცნო.

სამხატრო ხელმძღვანელმა გუბერნატორს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვა, თავის მხრივ რეგიონის ხელმძღვანელმა მას დახმარება აღუთქვა.

,,დასს ჯერ არ შევხვედრივარ, ვნახე თეატრის შენობა რა მდგომარეობაშია და ამ ეტაპზე ალბათ ჯობია დავიწყოთ შიდა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებით, შემდგომ უკვე შემოქმედებითი პროცესით. ვფიქრობ, წარდგენის შემდეგ მე უფრო გარკვეული ვიქნები აბსოლიტურად ყველა სფეროში რა პრობლემებიც იქნება თეატრში და კონკრეტულად დავსახავ მომავლის გეგმებს“, – განაცხადა სოსო ნემსაძემ.

რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი სოსო ნემსაძე რუსთავის მერის ბრძანების თანახმად 22 აგვისტოს დაინიშნა. მისი კანდიდატურა კი სპეციალურმა საკონსულტაციო საბჭომ კონკურსის წესით შეარჩია და მერს დასამტკიცებლად წარუდგინა.

ახალი ხელმძღვანელი ტეატრალურ დასს  ჯერ არ შეხვედრია და მისი ოფიციალური წარდგენა სავარაუდოდ 5 სექტემბერს იქნება.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY