Facebook-მა საქართველოში თანამშრომელი შეარჩია

0
343

კომპანია Facebook-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდიდატურა შეარჩია. კომპანიის გადაწყვეტილებით, ე.წ. თემის ოპერატორის მოვალეობას ნინა ნუცუბიძე შეასრულებს. ამის შესახებ Facebook-ის ახალმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

ვაკანსიის აღწერილობის თანახმად, კანდიდატი დსთ-ს ქვეყნებზე მომუშავე გუნდის წევრი იქნება, მას მოუწევს განიხილოს შესაძლო შეურაცხყოფის შემთხვევები, გადაჭრას მომხმარებლების ანგარიშებთან დაკავშირებული პრობლემები, გააუმჯობესოს დახმარების სერვისი და ასევე მოაგვაროს თემატური გლობალური საკითხები. სპეციალისტი მონაცემთა ანალიზით დაკავებული გუნდის წევრი იქნება  და მონაცემთა ოპტიმიზაციასა და გამოწვევების გადაჭრაში დაეხმარება კომპანიას. 

კომენტარები გამორთულია