ახალი საგანი საჯარო სკოლებში

0
476

ოქტომბრიდან საჯარო სკოლებში სასწავლო პროგრამას ახალი საგანი, შრომის გაკვეთილები დაემატება.

საგნის შესწავლა ნებაყოფლობითი იქნება და მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია, თავად გადაწყვეტს, გახდეს თუ არა იგი არჩევითი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში მოეწყობა მინიმალური ბაზა, სადაც საბაზო საფეხურის მოსწავლეებს მათთვის საინტერესო პროფესიის საბაზისო უნარების შესაძენად პრაქტიკული გაკვეთილები ჩაუტარდებათ. ახალი დისციპლინისთვის დაგეგმილია პედაგოგთა გადამზადება და სკოლებში სპეციალისტებს, პროფესიული სასწავლებლებიდანაც მოიწვევენ. სხვადასხვა ხელობის შესწავლის პარალელურად კი, დაინტერესებული მოსწავლეები პრაქტიკის გავლას კონკრეტულ საწარმოებშიც შეძლებენ. კახეთის რომელ საჯარო სკოლებში აირჩევენ შრომის გაკვეთილებს, ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY