“თუთარჩელა” წამატებული ტურნეს შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

0
1639

რუსთავის ფოლკლორული ანსამბლი “თუთარჩელა” წამატებული ტურნეს შემდეგ, გერმანიის ქალაქ ბად ჰერსფელდიდან სამშობლოში დაბრუნდა. ანსამბლის წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  გულშემატკივრები და მშობლები დახვდნენ.

საქართველოსა და გერმანიას  შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის ფარგლებში, ქალაქ ბად ჰერსფელდში ანსამბლის წევრებმა გამართეს რამდენიმე კონცერტი, რომელსაც 5000-ზე მეტი  მაყურებელი დაესწრო. შესრულდა როგორც ქართულ-ხალხური, ასევე კლასიკური ნაწარმოებები. ღონისძიება საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ანსამბლის დასკვნით კონცერტს გერმანიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი, ასევე საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და სხვა მაღალი რანგის პირები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „თუთარჩელა“ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
გერმანიის ქალაქი ბად ჰერსფელდი აღნიშნულ ფესტივალს 1951 წლიდან მასპინძლობს. ღონისძიება, რომელიც უძველესი მონასტრის ნანგრევებში ტარდება, მთელი ევროპის მასშტაბით პოპულარულია. საქართველომ ფესტივალში მონაწილეობა წელს პირველად მიიღო.

NO COMMENTS